Sunday, June 7, 2009

ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა
პირველი კურსისი სტუდენტები : თეონა შარიქაძე და ქეთი შუბაშიკელი
ჟგუფი 104
ნიკოლოზ ბარათაშვილი დაიბადა 1817 წლის 4 დეკემბერს. მისი დაბადების თარიღი დანამდვილებით არავინ არ იცის. იგი შთამომავლობით საქართველოს მაღალ წრეს ეკუთვნოდა, პოეტის დეიდა ხორეშანი ერეკლე მეფის შვილისვილი იყო.მამამისი კი საშუალო შეძლების თავადიშვილი იყო.პატარა ნიკოლოზი დედამ აზიარა ქართული ენის მადლს. შეასწავლა წერა-კითხვა. 7 წლის ასაკში პოეტი მიაბარეს კალოუბნის სამრეწველო სასწავლებელში საიდანაც გადაიყვანეს კეთილშობილთა სასწავლებელ-პანსიონში. 1836 წელს იგი გახდა საქართველოს უზენაესი მთავრობის სასამართლო განაჩენის ექსპედიციის მოხელე. ბარათაშვილის პოეტური მემკვიდრეობა აბსოლიტურად მოკლებულია ირონიას, რომელიც მისი პიროვნების განუყოფელი თვისება იყო, მას არ უცხოვრია თანამედროვეტათვის.
Posted by qeti shubashikeli at 1:51 AM 0 comments
ნიკოლოზ ბარათაშვილი შთამომავლობით საქართველოს მაღალ არისტოკრატიას ეკუთვნოდა. მაგრამ ოჯახი უკვე გაღარიბებული იყო მამის ხელგაშლილი ცხროვრების გამო, როცა ახალგაზრდა პოეტმა დაtოვა სკოლის კედლები და ცხოვრებაში პირველად გამოვიდა.პოეტის მამა იყო თავადი მელიტონ ბარათაშვილი. დედა პოეტისა, ეფემია ორბელიანთა გვარის ქალი იყო , მკვიდრი დაი პოეტის გრიგოლ ორბელიანისა.დედის მხრით ნიკოლოზ ბარათაშვილი ენათესავებოდა ძველი საქართველოს სამეფო სახლს.დედა ეფემიასი და დიდ-დედა პოეტისა ხორეშან იყო შვილის-შვილი მეფე ერეკლესი. ამრიგად, მეფე ერეკლე მკვიდრი დიდი-პაპაიყო ჩვენის პოეტისა.
ნიკოლოზ ბარათაშვილის ბავშვობის წლების შესახებ ჩვენ ცოტა ვიცით. პატარა ტატო (როგორც ეძახდნენ შინაურობაში პოეტს) მისი დედის, ეფემიასა და დიდ-დედის ხორეშან ბატონიშვილის ხელში იზრდებოდა. პოეტის გადია ყოფილა გლეხის ქალი მაია(გორელი). პოეტის დაი ბარბარე დიდის პატივით იგონებს პატარა ტატოს ამ გამდელს.წერა-კითხვა პოეტისათვის დედას უსწავლებია. თვითონ ბარათაშვილისაგან გამიგონიაო, - გადმოგვცემს პოეტის მეგობარი კონსტანტინე მამაცაშვილი, რომ ნიკომ წიგნი შინ შეისწავლა: რვა წლისამ უკვე იცოდაო ქართული წერა-კითვა.პირველი წიგნები, რომლებითაც ნიკო გაეცნო ქართულს ენას, თანახმად იმდროინდელი ტრადიციისა, უნდა ყოფილიყო „საღვთო წერილი“, დავითნი, სახარება. აღსანიშნავია, რომ ძველი ქართული ენის სიყვარული ბოლომდე შერჩა პოეტს. პოეტის დაი ბარბარა ვეზირიშვილისა იგონებს, რომ „ნიკო საუცხოვოდ ჰკითხულობდა საღვრთო წერილს“.ნიკო ცხრა წლისა იყო, როდესაც იგი 1827 წელს მიაბარეს თბილისის „კეთილშობილთა სასწავლებელში“.„კეთილშობილთა სასწავლებელი“ ერთადერთი ევროპული ტიპის სკოლა იყო ამ დროინდელ თბილისში. ბარათაშვილის დროს (1829\1830 წელს) იგი გიმნაზიად გადაკეთდა. აღვნიშნავთ, რომ ამ სკოლაში არა ერთმა და ორმა გამოჩენილმა ქართველმა მოღვაწემ მიიღო განათლება. 50-იან წლებში აქ სწავლობდა ილია ჭავჭავაძე.1830 წლის დასასრულს გიმნაზიასთან დაარსდა პანსიონი 150 კაცისთვის.ნიკო ბარათაშვილი მიღებულ იქნა სასაწავლებელში „ნახევარ-პანსიონერად���, ე. ი. ნიკოსუფლება ჰქონდა ოჯახშიაც დაბრუნებულიყო.ბარათაშვილმა ამ სკოლაში დაჰყო 8 წელი და 1835 წელს დაამთავრა გიმნაზია.

baratashvilis xidi

View Untitled in a larger map

Saturday, June 6, 2009

mtkvari-poetis sayvareli adgili

ფიქრი მტკვრის პირას

წარვედ წყალის პირს სევდიანი ფიქრთ გასართველად,

აქ ვეძიებდი ნაცნობს ადგილს განსასვენებლად;

აქ ლბილს მდელოზედ სანუგეშოდ ვინამე ცრემლით,

აქაც ყოველი არემარე იყო მოწყენით;

ნელად მოღელავს მოდუდუნე მტკვარი ანკარა

და მის ზვირთებში კრთის ლაჟვარდი ცისა კამარა.......

baratashvili

Friday, June 5, 2009